ფეხბურთი

19:47 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ თავის უცხოელ ფეხბურთელებს იტალიიდან გასვლა აუკრძალა

„ნაპოლიმ,“ თავის ლეგიონერებს, კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო სეზონის პირობებში, იტალიიდან გასვლა აუკრძალა - გვამცნობს Il Mattino.

უცხოელი მოთამაშეები ელოდნენ, რომ რახან საწვრთნელი პროცესი შეჩერდა, მშობლიურ ქვეყნებში გამგზავრებას მოახერხებდნენ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველას იტალიაში დატოვება გადაწყვიტა.

ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შესვლისას, მათ 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რაც ფიზიკურ ფორმაზე იმოქმედებს. ახლა ფეხბურთელები საშინაო პირობებში ინარჩუნებენ საჭირო კონდიციებს.

თეგებინაპოლი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113055