ფეხბურთი

18:48 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მატიპი: "მესი დოპინგის ოთახში დეპრესიაში იყო"

„ლივერპულის“ მცველმა ჟოელ მატიპმა „ბარსელონასთან“ შარშანდელი შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ მესი დოპინგის ოთახში დეპრესიაში იყო.

„თამაშის შემდეგ გასახდელში შევედით და გულშემატკივრებთან ერთად „შენ არასოდეს იქნები მარტო“-ს ვმღეროდით. ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი მომენტი „შალკეში“ პროფესიონალური დებიუტის შემდეგ. არაფერი მაინტერესებდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მხოლოდ ზეიმზე ვფიქრობდი.

დოპინგის ოთახში შევედი და იქ საკმაოდ დეპრესიული ბიჭი დამხვდა, ის ლიონელ მესი იყო. მას მხოლოდ მოედნიდან ვიცნობდი, როდესაც მის წინააღმდეგ მიწევდა თამაში, მაგრამ ყოველდღე არ ხდებოდა, რომ მასთან ერთად ერთ პატარა ოთახში ვყოფილიყავი. ყველა ჩემი თანაგუნდელი ზეიმობდა და მე მესისთან ერთად ვიყავი“, - თქვა მატიპმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ 0:3 აღმოუფხვრა, „ენფილდ როუდზე“ 4:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

0.110627