ფეხბურთი

16:50 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მომავალ სეზონში სერია A, შესაძლოა, 22 გუნდიანი გახდეს

სერია A-ს კლუბების წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელზეც მომავალი სეზონის პერსპექტივებიც განიხილეს.

ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ლიგამ, შესაძლოა, ყველა მონაწილე შეინარჩუნოს და პლუს ორი გუნდი სერია B-დან დაემატოს, ანუ მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგა 22 გუნდამდე გაიზარდოს. თუმცა, კიდევ ორი წლის განმავლობაში ოთხ-ოთხი გუნდი გავარდება, რათა ფორმატი ისევ 20 გუნდიანი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიას“ პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სერია A ახლავე უნდა შეწყდეს და მომავალ სეზონზე იფიქრონ.

თეგებისერია A
0.11149