რაგბი

15:16 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაგირ გაჯიევი: "საქართველოში ბევრს რაგბი არ უყვარს, მხოლოდ რუსეთთან მიდიან სტადიონზე"

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ვიცე კაპიტანმა ტაგირ გაჯიევმა РИА Новости-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით უკმაყოფილოა აღნიშნული შეხვედრის ჩაშლით და ამბობს, რომ მისი გუნდისთვის "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირება ცარიელი ტრიბუნების ფონზე უკეთესი იქნებოდა.

“ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ცარიელ ტრიბუნებზე თამაში არ უნდა ჩატარდეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის საქართველოსთან მატჩის გამართვა ცარიელი ტრიბუნების ფონზე უკეთესი იქნებოდა.

თბილისში საინტერესო მატჩი გველოდა და ისიც მესმის, რომ ქართველებთან თამაში სავსე სტადიონზე უფრო მიმზიდველია, თუმცა, საერთოდ თამაშის ჩაშლას ყველაფერი სჯობდა.

ვირუსისაგან დაცული არავინ არ არის. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს თუნდაც ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

თბილისში 2018 წელსაც ვითამაშე და მახსოვს, რომ იმდენად ემოციური იყო, მსოფლიო თასსაც კი არ მოუცია ამდენი ემოცია და ენერგია. სტადიონზე 50 ათასი ქართველია შეკრებილი, რომლებიც ყვირიან, ხმის ჩახლეჩვამდე ყვირიან და გვისტვენენ, ამ დროს ჩვენ მოედანზე ერთმანეთის ხმა არ გვესმის.

ყოველთვის მინდა რომ სპორტი პოლიტიკისგან გავმიჯნოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რაგბის გულშემატკივარი არაა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ მატჩზე მოდიან, რადგან საკუთარი ქვეყანა გაამხნევონ. სხვა გუნდების წინააღმდეგ ასეთ დიდ ინტერესს არ იჩენენ.

0.113558