თამაშგარე

11:15 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების სამოსშემოძარცვული მეკარე

უკრაინის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების გოლკიპერი ვიქტორია კისლოვა ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟური ქცევით და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში საკუთარი თამამი ფოტოების გამოჭიმვასაც არასოდეს მორიდებია. იგი ერთ-ერთი მათთაგანია, ვინც კარგად უწყიან პოპულარობისკენ მიმავალი გზანი.

მიუხედავად ასეთი ქცევისა, ბევრისთვის მანც სიურპრიზი იყო ვიქტორიას მიერ მეტად თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა, სადაც ეს ასული ოდენ ნიფხვისამარაა წამოდრანგული და ხან ფოტოსტუდიაში “არსებულ“ წარმოსახვით მზეს ეფიცხება და ხან საწოლზე იდეა მიწოლილი, “სხვა რამეს“ აფიქრებინებს ადამიანს.

რაც შეეხება ვიქტორია კისლოვას სპორტულ კარიერას... უკრაინის ნაკრებში იგი დღეს თითქმის უკონკურენტოა და მშვენივრად ირჯება. ასევე შეუცვლელია საფეხბურთო კლუბ “ევროფორმატში“. ერთი ისაა, რომ ხანდახან გაშტერება სჩვევია და ისეთ გოლებს უშვებს, მისი გაქანების ქალს რომ არ ეკადრება. რას ვიზამთ, უნაკლო არავინ ვართ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146596