ფეხბურთი

2:06 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" პლეა 50 მილიონ ევროდაც ვერ იყიდა

კატალონიის „ბარსელონა“ ინავრის სატრანსფერო პერიოდში „გლადბახის“ თავდამსხმელის ალესან პლეას შეძენას ცდილობდა. Bild-ის ინფორმაციით, პლეა ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმების შემდეგ კატალონელთა მთავარი სამიზნე იყო.

„ბარსელონამ“ გერმანულ გუნდს ოფიციალური წინადადებით მიმართა და 50 მილიონი ევროც შესთავაზა, მაგრამ მსუყე წინადადებამ არ გაჭრა.

„გლადბახმა“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან სეზონის შუა ნაწილში შელევაზე უარი თქვა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა.

აქვე გეტყვით, რომ ალესან პლეას მიმდინარე სეზონში 8 გოლთან ერთად 8 საგოლე პასიც აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113907