ფეხბურთი

0:54 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანდაცვის წარმომადგენელი: "ატალანტა" - "ვალენსიას" მატჩმა კორონავირსზე დიდი გავლენა იქონია"

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს კონუსლტანტმა ვალტერ რიკიარდიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებაში დიდი გავლენა ჩემპიონთა ლიგაზე, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ შეხვედრამ იქონია.

მისი თქმით, შემთხვევითობა არაა, რომ ბერგამო არის ქალაქი, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ვფიქრობ, რომ 19 თებერვალს, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბერგამოს მოსახლეობის მესამედი სტადიონზე იმყოფებოდა და შემდეგ გამარჯვებაც ქუჩებში ერთად იზეიმეს. შემთხვევითი არაა, რომ ბერგამო ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია და არც ისაა შემთხვევითი, რომ „ვალენსიას“ ქომაგები ესპანეთში ვირუსის გადამტანები აღმოჩნდნენ“, - თქვა რიკიარდიმ.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ვარაუდი ესპანურმა მედიამ და „ატალანტას“ ფეხბურთელმა პაპუ გომესმა გამოთქვეს. ბერგამოში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ხსენებულ მატჩზე მილანში 45 ათასი მათგანი იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115837