ფეხბურთი

22:46 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ფეხბურთელთა უარი ხელფასების 20%-ზე

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები კლუბს კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან. Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა და მთლიანად პერსონალმა ხელფასების 20%-ზე უარი თქვეს.

„რეკორდმაისტერის“ სახელფასო ხარჯი ამ სეზონში 336.2 მილიონ ევროს შეადგენდა და მას შემდეგ, რაც 20%-ს დაიკლებენ, დანაზოგი დაახლოებით 70 მილიონი ევრო იქნება.

„ბაიერნს“ დიდი ალბათობით, ბრემენის „ვერდერისა“ და გელზენკირხენის „შალკეს“ ფეხბურთელებიც მიბაძავენ, რომლებიც მზად არიან იგივე ნაბიჯი გადადგან. მანამდე კი, კიდევ ერთი გერმანული გუნდის, „გლადბახის“ ფეხბურთელები გამოირჩნენ კლუბისადმი სოლიდარული საქციელით.

თეგებიბაიერნი
0.111419