ფეხბურთი

17:37 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" მთავარი სამიზნე ჰოლანდი იქნება

მადრიდის „რეალის“ ზაფხულში „დორტმუნდის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Marca იტყობინება.

რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ზაფხულში „სამეფო კლუბში“ დიდი ფეხბურთელის მიყვანის დრო იყო (მისი კლიენტის) და მაშინვე დაიწყო საუბარი, ვინ იგულისხმა რაიოლამ.

ბევრმა აქცენტი პოლ პოგბაზე გააკეთა, რომლის დამატება დიდი ხანია ზინედინ ზიდანს სურს, მაგრამ რეალურად მოცემულ ვითარებაში ფრანგი „რეალისთვის“ დიდი შენაძენი ვერ იქნება. მადრიდული გამოცემა კი წერს, რომ ეს ფეხბურთელი ჰოლანდია, რომელსაც დაუჯერებელი სეზონი აქვს. ნორვეგიელი ფეხბურთელის ფასი ამ დროისთვის 75 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდს „ზალცბურგისა“ და „დორტმუნდის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი.

0.098444