ფეხბურთი

0:57 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მისაბაძი ჟოზე - მოურინიომ მოხუცებს საჭმელი სახლებში დაურიგა

მსოფლიოში კორონავირუსის გამო დღის წესრიგი სრულად შეიცვალა და ახლა ყველაფერი პანდემიის გარშემო ხდება.

COVID-19-ს ებრძვიან ინგლისშიც, სადაც მოხუცები საკუთარ სახლებში იზოლირებულნი არიან. ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი ბრწყინვალე ჟესტით გამოირჩა.

ბრიტანული მედიის ცნობით, პორტუგალიელი ადგილობრივ მოხალისეებს შეუერთდა და დღეს მოხუცებს საჭმელი და სხვადასხვა საჭირო ნივთები თავიანთ სახლებში მიუტანა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6.650 შემთხვევა გამოვლინდა და 335 ადამიანი გარდაიცვალა.

0.12689