ფეხბურთი

23:44 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსი ფათიჰ თერიმთანაც მივიდა

ცნობილი თურქი პეციალისტი ფათიჰ თერიმი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიგებს შეუერთდა. „გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა.

„დღეს ჩატარებული ტესტის შედეგების პასუხი დადებითია. საავადმყოფოში კარგ ხელში ვიმყოფები. არ ინერვიულოთ, მალე დავბრუნდები“, - დაწერა ტვიტერში თერიმმა.

შეგახსენებთ, ფათიჰ თერიმი 66 წლისაა და სახელი „გალათასარაიში“ მუშაობით გაითქვა. სხვადასხვა დროს კი „ფიორენტინას“, „მილანსა“ და თურქეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126105