სხვა

23:12 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ტოკიო-2020-ის განცხადებით, შემდგომი ოთხი კვირის განმავლობაში, როდესაც ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადავადების სცენარი იქნება განხილული, პარტნიორები ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც არასდროს.

ტოკიო-2020-ის განცხადება მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ტოკიო-2020-თან დაკავშირებით საბოლოო განაჩენი ერთი თვის განმავლობაში გახმოვანდება.

„გუშინ საღამოს ტოკიო-2020-ს საგანგებო ვიდეოკონფერენცია ჰქონდა IOC-ის პრეზიდენტ თომას ბახთან, რა დროსაც სხვადასხვა სცენარების განხილვაზე შევთანხმდით. მათ შორის, თამაშების გადადებაზე. როგორც ეს IOC-მა განაცხადა, თამაშების კომპლექსურობის გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომ ოთხ კვირაში ჩამოვყალიბდებით.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმება დღის წესრიგში არ არის.

ახლა ჩვენი ფიქრებით მათთან ვართ, ვისაც კრიზისი შეეხო. ჩვენთვის კვლავაც უმთავრესია ათლეტთა, მაყურებელთა და თამაშების სხვა მონაწილეთა უსაფრთხოება.

როგორც ეს პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, „ვისურვოთ, რომ გვირაბის ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი იქნება ის შუქი, რომელსაც ვიხილავთ. ამიტომაც ყველაფერს ვიღონებთ, რომ თამაშების ჩასატარებლად ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ,"- ვიტყობთ ტოკიო-2020-ის ოფიციალური განცხადებიდან.

GEONOC.ORG.GE

თეგებიტოკიო 2020
0.106207