ფეხბურთი

16:10 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" - "ვალენსიას" მატჩი კორონავირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ იქცა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „ატალანტა“ – „ვალენსია“ (4:1) კორონავირუსის გავრცელების მთავარი წყარო გახდა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს.

19 თებერვალს, „ატალანტამ“, რომელიც ქალაქ ბერგამოს წარმოადგენს (სადაც COVID-19-ი ფართოდაა გავრცელებული), „ვალენსიას“ „მილანში“ უმასპინძლა და იქ 50 ათასამდე ბერგამოელი გულშემატკივარი ჩავიდა.

გარდა ამისა, მატჩს ვალენსიელი ქომაგებიც დაესწრნენ, რომლებმაც თავის მხრივ ვირუსი სამშობლოში გაავრცელეს.

საინტერესოა, რომ ამ დროისთვის „ვალესიაში“ 35% დაინფიცირებულია, ხოლო „ატალანტაში“ ჯერ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

0.124454