ფეხბურთი

3:14 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "როდესაც ყველაფერი დალაგდება, ექიმებთან ამხანაგური თამაში უნდა ჩავატაროთ"

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მეტად საინტერესო იდეით გამოვიდა. „სკუადრა აძურას“ თავკაცმა გამოთქვა სურვილი, როდესაც სიტუაცია დალაგდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, იტალიის ნაკრებმა ექიმებთან ამხანაგური თამაში ჩაატაროს.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ წესები. იმედია ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდება, რადგან საშინელებაა. ექიმებს პატივი ყოველთვის უნდა ვცეთ, მე საზღვარგარეთ მიმუშავია და იტალიელი ექიმები საუკეთესოები არიან. მათ პატივს მუდამ უნდა ვცემდეთ და არამხოლოდ ახლა.

ასეთი იდეა გამიჩნდა: როდესაც ყველაფერი დასრულდება, მილანში, ბერგამოში ან ბრეშაში მამაკაცთა და ქალთა ნაკრებმა ამხანაგური თამაში გავმართოთ ექიმებთან და სამედიცინო პერსონალთან.

სეზონი დასრულდა? ვნახოთ, ამ მომენტისთვის არცერთი გუნდი არ ვარჯიშობს, მაგრამ ადრე თუ გვიან სიტუაცია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება“, - თქვა მანჩინიმ Rai 2-თან საუბარში.

0.148487