ფეხბურთი

0:20 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ ბროზოვიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ინტერი“ ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს - გვამცნობს Tuttosport.

მილანური კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი ყოფილა ხორვატი შუახაზელის გარჯით და მალე მასთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. „ინტერთან“ მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ბროზოვიჩმა ჯამში 32 მატჩი გამართა, სამი ბურთი გაიტანა და ხუთჯერ საგოლედ უპასა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116029