ფეხბურთი

20:50 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა კორონავირუსის შესახებ

„ვისელ კობეს“ ესპანელმა ვარსკვლავმა, ანდრეს ინიესტამ, კორონავირუსთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა.

„უნდა გვჯეროდეს, რომ არსებული სიტუაცია დაწყნარდება, ყველაფერი დამთავრდება და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. უნდა გავერთიანდეთ. სხვა გზა არ არის.

ჩემი შეტყობინება - ეს არის მადლიერება და მადლობა ყველა პროფესიონალს, ვინც ყოველ წუთს იბრძვის სიცოცხლეების გადასარჩენად. ექიმებს, ასისტენტებს, ექთნებს. ყველას, ვინც დაკავებულია გამოკვლევებით, რათა იპოვნოს საშუალება ამ ყველაფრის შესაჩერებლად.

ჩემი ფიქრები და სიყვარული დაღუპულთა ოჯახებთანაა. ეს საშინელებაა.“ - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118922