ფეხბურთი

14:34 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პორტსმუთის" ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პორტსმუთის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ კლუბის ფეხბურთელებს ჯეიმს ბოლტონს, ენდი კენონს, სინ რაგეტს და ჰაჯი მნოგას კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ლიგა ერთის გუნდმა ლონდონის "არენალთან" ასოციაციის თასის მატჩი 2 მარტს გამართა და ამის შემდეგ გაირკვა, რომ მიკელ არტეტას კორონავირუსი ჰქონდა. "მეთოფეებმა" ევროპა ლიგის შეხვედრა მანამდე "ოლიმპიაკოსთან" ჰქონდა, რომლის მფლობელთან ევანგელოს მარინაკისთან კონტაქტი ჰქონდათ. ბერძენს კორონაირუსი 10 მარტს დაუდასტურდა.

"პორტსმუთის" აღმსარულებელმა დირექტორმა მარკ კატლინმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ზოგს სუსტი სიმპტომი აქვს, ზოგს კი საერთოდ არ აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომი.

თეგებიპორტსმუთი
0.15569