სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

10:15 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი და აზარტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სპორტი აზარტის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც პოლიტიკა გარიგებების გარეშე და ამიტომაც ერთობ უცნაურია იმ ადამიანთა პოზიცია, რომლებიც ამტკიცებენ რომ სპორტულ ღონისძიებებზე ფსონების დადები უნდა იზღუდებოდეს, ანდა უარესი - იკრძალებოდეს. ეს მაშინ, როდესაც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე ფულად ფსონებს ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში დებდნენ რომ აღარაფერი ვთქვათ ძველ რომზე, სადაც მეფსონეობა ფართოდ იყო გავრცელებული. დღესაც მთელი მსოფლიო ამით ერთობა.

საქართველოში ალბათ არ იციან, რომ სპორტზე (გოლფზე) დადებული ფსონებით ყველაზე დიდი ფული 2002 წლის 26 დეკემბერს ყველაზე ამერიკელმა ჯეკ უიტაკერმა მოიგო - 112 მილიონი დოლარი! მან ეს საოცრება სულ რაღაც 130 დოლარით მოახერხა. გამარჯვებულმა მოგებისთანავე განაცხადა, რომ მოგებას მხოლოდ ეკლესიასა და ოჯახს გაუყოფდა. მართლაც, უიტაკერმა 5 მილიონ დოლარზე მეტი თავის შტატში ეკლესიების ასაშენებლად გაიღო. მისი ფონდი ყოველთვიურად ასეულობით ათას დოლარს ხარჯავდა უპატრონო ბავშვების კვებაზე, ჩაცმასა და განათლებაზე. მეგობრებს კი მანქანებსა და სახლებს ჩუქნიდა.

მილიონერს ძალიან უყვარდა სამორინესა და კლუბებში მოლხენა. 2003 წლის ივნისში ერთ-ერთ ადგილობრივ სპორტულ ბარში ჯეკი ისე გამოთვრა, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ გაქრა მისი მანქანიდან კეისი, რომელშიც ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი იდო. მართალია კეისი სულ მალე იპოვნეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მისი მანქანიდან კიდევ 100 000 დოლარი მოიპარეს.

ამჯერად ფული ვეღარ იპოვნეს. მას მერე მრავალმილიონიანი მოგების მფლობელს ყოველ კვირაში ძარცვავდნენ. ქალებს მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეჰქონდათ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მამაკაცები კი მკვლელობის მცდელობასა და ფიზიკურ შეურაცყოფას სწამებდნენ.

ამის მიუხედავად, ეს კაცი მუდამ იძახდა, რომ თანხა ქარის მოტანილი იყო და სულაც არ ანაღვლებდა მისი შემცირება. დღეს ჯეკი ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელსაც მოგებიდან ერთი ცენტიც აღარ გააჩნია, თუმცა გოლფი კვლავინდებურად უყვარს და არც მეფსონეობას ივიწყებს. აბა მაშ ასეთ კაცს რატომ უნდა ეზღუდებოდეს ფსონის დადება?

1987 წლის აპრილში ინგლისელები ენტონი სპილმენი და ნიკოლას ქოუვანი ფირმის საქმეებზე ლოს ანჟელესში იმყოფებოდნენ. ამერიკაში მათი ვიზიტი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მეგობრებმა სანტა ანიტეს იპოდრომზე წასვლა გადაწყვიტეს და გამგზავრება ერთი დღით გადადეს.

19 აპრილს, დილით ისინი ნაქირავებ “ფორდში“ ჩასხდნენ და გეზი ჩრდილოეთისკენ აიღეს. სანტა ანიტეს ტოტალიზატორის ფსონები პრაქტიკულობით გამოირჩეოდა. არჩევანი იქ ბევრად დიდი იყო ვიდრე ინგლისში. უკანასკნელი ფსონები მომდევნო 9 გარბენში გამარჯვებული ცხენის ამოცნობას გულისხმობდა. გარდა ამისა ექვსი და მეტი გამარჯვებულის ამომცნობი, ჯეკპოტის გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას.

მეგობრებმა 64 დოლარი დადეს და 9-დან 7 გამარჯვებული ამოიცნეს. აღმოჩნდა რომ ამით 24 დღის განმავლობაში დაგროვებული ჯეკპოტი მოხსნეს, რომელიც იმ მომენტისთვის 3 627 024 დოლარს შეადგენდა. ეს გახლავთ დოღების ისტორიაში უმსხვილესი მოგება. რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია.

და რაში დახარჯა ამ ხალხმა ეს მოგება? ადგნენ და მშობლიურ ქალაქში უდიდესი სპორტული ცენტრი ააშენეს, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და რაც მთავარია თითქმის უმნიშვნელო თანხად ემსახურება ყველას. და ცუდი საქმეა ეს?...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11178
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X