ისტორია

9:50 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

22 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1933 - დაიბადა მიშელ იდალგო. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას 1952-1966 წლებში გამოდიოდა “ჰავრში,” “სტად დე რეიმსსა” და “მონაკოში”. 1955, 1961 და 1963 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 1960 და 1963 წლებში დაეუფლა ქვეყნის თასს. “სტად დე რეიმსის” შემადგენლობაში 1956 წელს იასპარეზა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში და მადრიდის “რეალს” გოლი გაუტანა (მატჩი “რეალმა” 4:3 მოიგო). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი. 1976-1984 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი. 1984 წელს სამფეროვნები ევროპის ჩემპიონები გახადა. 1982 წლის მუნდიალზე კი, ნახევარფინალში გაიყვანა. 2004-2006 წლებში კონგოს ნაკრებს წვრთნიდა. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “მარსელს”. გუნდს სამჯერ მოაპოვებინა საფრანგეთის ჩემპიონობა, ერთხელ - თასი.

მნიშვნელოვანი ფატები

1888 - დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ლიგა. მსოფლიოს უძველესი ლიგა 12-მა კლუბმა (“აკრინგტონი,” “ასტონ ვილა,” “ბლექბერნ როვერსი,” “ბოლტონ უონდერერზი,” “ბარნლი,” “დერბი ქაუნთი,” “ევერტონი,” “ნოთს ქაუნთი,” “პრესტონ ნორთ ენდი,” “სტოკ სიტი,” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი,” “ვულვერჰემპტონ უონდერერზი”) დააფუძნა.

1894 - გამოვლინდა ჰოკეიში სტენლის თასის პირველი გამარჯვებული. საპატიო პრიზისთვის ბრძოლაში “მონრეალ AAA”-მ “ოტავა ჯენერალზი” 3:1 დაამარცხა.

1896 - ანამედროვეობის პირველი მარათონული გარბენი ბერძენმა ხარილაოს ვასილაკისმა მოიგო (3:18).

1922 - დაარსდა ლიტვის ფეხბურთის ფედერაცია. 1923 წელს გაწევრიანდა ფიფაში. 1940-90 წლებში ლიტვის ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ფედერაციის წევრი იყო. 1992 წლიდან დამოუკიდებელი საფეხბურთო ცხოვრება განაახლა.

1967 - კასიუს კლეიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესსიონალ მოკრივეთა შორის, ზორა ფოლი მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” ჩატარდა.

1972 - კარიმ აბდულ-ჯაბარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

1979 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ჰოკეის მსოფლიო ასოციაციის (ჭHA) ოთხი კლუბი (“ოილერზი,” “ჯეთსი,” “ნორდიკსი,” “უელერზი”) დაუშვეს.

1984 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის მოთამაშე ბრაიან ტროტიემ რეგულარული პირველობის მატჩში შაიბა ასპარეზობის მეხუთე წამზე გაიტანა, რითიც ლიგის რეკორდი დაამყარა.

1986 - თრევორ ბერბიკმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესწიონალ მოკრივეთა შორის თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში პინკლონ ტომასი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1994 - მარკ ფოსტერმა 50 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (23.68).

2005 - 15 წლის ანა ტატიშვილმა პირველად იასპარეზა VთA-ს ტურნირზე. ანას დებიუტი მაიამიში “ნასქად ოუფენზე” შედგა.

2007 - ოსაკას ბაშოზე კოკაიმ გამოცდილი ბულგარელი სუმოისტი ოძეკი კოტოოშუ დაამარცხა.

2007 - “ატლანტა ჰოუქსმა” “მაიამი ჰითთან” წააგო (83:91). “ატლანტელთა” ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ 10 ქულა მოაგროვა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა განახორციელა.

2008 - ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ესპანელი ალბერტო კონტადორი უკანასკნელი ორი წლის საუკეთესო მრბოლელად დაასახელა.

2009 - უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რაგბის “ერთა თასზე” საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რუსეთს 29:21 მოუგო და პირველი წრე ლიდერის რანგში დაასრულა.

2012 - რაგბი. ბრიტანული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს A ნაკრებმა ინგლისური "ეშერი" 25:8 დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1919 - ევგენი ალექსეევი. საბჭოთა კალათბურთელი. ევროპის ჩემპიონი.

1933 - მიშელ იდალგო. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას 1952-1966 წლებში გამოდიოდა “ჰავრში,” “სტად დე რეიმსსა” და “მონაკოში”. 1955, 1961 და 1963 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 1960 და 1963 წლებში დაეუფლა ქვეყნის თასს. “სტად დე რეიმსის” შემადგენლობაში 1956 წელს იასპარეზა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში და მადრიდის “რეალს” გოლი გაუტანა (მატჩი “რეალმა” 4:3 მოიგო). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი. 1976-1984 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი. 1984 წელს სამფეროვნები ევროპის ჩემპიონები გახადა. 1982 წლის მუნდიალზე კი, ნახევარფინალში გაიყვანა. 2004-2006 წლებში კონგოს ნაკრებს წვრთნიდა. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “მარსელს”. გუნდს სამჯერ მოაპოვებინა საფრანგეთის ჩემპიონობა, ერთხელ – თასი.

1937 - ემერიჰ ენეი. რუმინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას ორჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს. 9 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბუქარესტის “სტიაუას”. 1986 წელს გუნდს ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. 1986-90 წლებსა და 2000-ში სათავეში ედგა რუმინეთის ნაკრებს, 1990-91 წლებში იყო უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1997-98 წლებში მუშაობდა რუმინეთის სპორტის მინისტრად.

1948 - ბერნარდ დიტცი. 1974-81 წლებში გერმანიის ფედერაციული ნაკრების მცველი. რამდენიმე შეხვედრაში იყო გუნდის კაპიტანი. 1980 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.

1949 - ჯონ ბენჯამინ ტოშაკი. უელსელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. გამოდიოდა “ლივერპულში” და მერსისაიდელებთან ერთად 1973, 1976, 1977 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახდა. 1974 წელს დაეუფლა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასს, ხოლო 1973 და 1976 წლებში UEFA-ს თასს. გუნდის მატჩებში გაიტანა 96 გოლი. ტოშაკმა უელსის ნაკრების 40 მატჩში გაიტანა 12 გოლი. წვრთნიდა რამდენიმე კლუბს. მადრიდის “რეალს” ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა, “სოსიედადსა” და “ბეშიქთაშს” ესპანეთისა და თურქეთის თასები.

1963 - ოლეგ კუზნეცოვი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების, კიევის “დინამოს,” გლაზგოს “რეინჯერსის,” ჰაიფას “მაკაბის” მცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1985, 1986, 1990) და თასის მფლობელი (1985, 1987, 1990). 1986 წელს დაეუფლა თასების მფლობელთა თასს. 1992 და 1993 წლებში გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, 1993 წელს მოიპოვა შოტლანდიის თასი. ოლეგ კუზნეცოვი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. მონაწილეობდა 1986 და 1990 წლების მსოფლიოსა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ოლეგ კუზნეცოვი წვრთნიდა კიევის “დინამოს”. 2003 წლიდან უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია.

1966 - ბრაიან შოუ. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, “ორლანდო მეჯიქისა” და “სან ფრანცისკო უორიორზის” მოთამაშე.

1972 - შონ ბრედლი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, “სფეის ჯემზის,” “ნიუ ჯერსი ნეთსისა” და “დალას მავერიკსის” მეფარე (229 სმ).

1975 - ირჟი ნოვაკი. ჩეხი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს 7 ერთეუთა და 16 წყვილთა ტურნირი. ექვსი წლის განმავლობაში ჩეხ ჩოგბურთელთა შორის მსოფლიოს კლასიფიკაციაში ეკავა ყველაზე მაღალი ადგილი.

1980 - ალექსანდრე დოხტურიშვილი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ათენის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (69 კგ). ევროპის 2001 წლის ჩემპიონი. აზიის თამაშების ჩემპიონი (2003). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000). მსოფლიოსა (2000) და ევროპის (1999) ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში დაბადებული ქართველი ფალავანი, 2003 წლიდან უზბეკეთის სახელით გამოდიოდა.

1988 - რატი წინამძღვრიშვილი. საქართველოს ნაკრების, “ამერის”, “ზესტაფონის” ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს საქართველოს თასი. 2005 წელს იტალიის ქალაქ ლინიანოში ჩატარებული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩაატარა 3 მატჩი. ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1931 - ბენ ჯონსონი. ამერიკის ბეისბოლის ლიგის დამაარსებელი. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.

0.16429