ავტოსპორტი

4:38 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის მაისის რბოლებიც გაუქმდა

ფორმულა 1-ის მაისის რბოლები, რომლებიც ჰოლანდიის ზანდფოორტზე, ბარსელონაში და მონაკოში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სამივე რბოლას მოგვიანებით ჩაატარებენ. ამგვარად, სეზონის დასაწყისმა ბაქოს ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც თუ ეპიდემიის შეჩერება მოხერხდა, 7 ივნისს გაიმრთება.

„ვირუს Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ფორმულა 1-სა და სამი რბოლის ორგანიზატორებთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფორმულა 1-ის ჰოლანდიის, ესპანეთის და მონაკოს დიდი პრიზები გადაიდება. ამ გადაწყვეტილების მიზანს, ჩემპიონატის მონაწილეების და ფანების ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს“, - ნათქვამია FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) განცხადებაში.

ფედერაცია დასძენს, რომ სიტუაციის მონიტორინგი გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყების გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მონაწილეების და ფანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.

ეს გადაწყვეტილება ასევე ეხება ფორმულა 2-ის რბოლებს, რომლებიც დასახელებულ სამ ეტაპზე, ფ1-ის თანმდევი რბოლები უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა, რომ ესპანეთის დიდი პრიზის პრომოუტერთა გადაწყვეტილებით, გაყიდული ბილეთები, დამატებითი ფორმალობების გარეშე, ძალაში რჩება. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რბოლის ახალი თარიღი გამოცხადდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11599