ფეხბურთი

19:49 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ და „სიტიმ“ სასურსათო ფონდებს ერთობლივად 100 ათასი გირვანქა გადაურიცხეს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ბრიტანულ სასურსათო ფონდებს ერთობლივად 100 ათასი გირვანქა გადაურიცხეს (50 ათასი თითოეულმა). ეს აქცია კორონავირუსის ეპიდემიასთანაა დაკავშირებული - გვამცნობს „იუნაიტედის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

თავიდან ასეთი აქციის ჩატარება ორივე კლუბის გულშემატკივართა ინიციატივა ყოფილა.

„გვიხარია, რომ ჩვენი ქომაგები ადგილობრივ სასურსათო ფონდებზე ზრუნავენ. კორონავირუსის გამო შექმნილ მძიმე ვითარებაში ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოავნია. მივესალმებით ორივე კლუბის გულშემატკივრების გაერთიანებას კეთილი საქმისთვის.“ - წერია ერთობლივ განცხადებაში.

0.130238