ფეხბურთი

16:37 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ ალეგრისთან დაიწყო მოლაპარაკება

საფრანგეთის ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა,“ იტალიელ სპეციალისტ მასიმილიანო ალეგრისთან დაიწყო მოლაპარაკება - გვამცნობს Foot Mercato.

წყაროს მტკიცებით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას ახლანდელი დამრიგებლის, ტომას ტუხელის სეზონის ბოლოს გათავისუფლება განუზრახავს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაში კი მეოთხედფინალშია გასული.

ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-19 წლებში წვრთნიდა, მისი თავკაცობით „ბებერი ქალბატონი“ ზედიზედ ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო. გასულ ზაფხულს ის ტურინულ კლუბში მაურიციო სარიმ შეცვალა.

0.111911