ფეხბურთი

19:45 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებაზე დათანხმებას სთხოვს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ, აპირებს თავის ფეხბურთელებს სთხოვოს, ხელფასების შემცირებაზე დათანხმდნენ - გვამცნობს AS.

სიტუაცია, ცხადია, კორონავირუსის ეპიდემიასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი გაჩერებულია და კლუბი ვეღარ შეასრულებს რამდენიმე თვის წინათ დამტკიცებულ ბიუჯეტს, რომელიც 1 მილიარდ ევროზე მეტია. ფეხბურთელების ხელფასები ჯამში ბიუჯეტის 61 პროცენტს შეადგენს.

უახლოეს საათებში კლუბის დირექტორატის საგანგებო კომისიის სხდომა გაიმართბა, რომელიც ხელფასების თაობაზე იმსჯელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113477