ფეხბურთი

16:51 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მნიშვნელოვანი მიზანი მესისთვის“ - პოჩეტინოს სჯერა, რომ 2022 წლის მუნდიალზე არგენტინა ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მომავალ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებისა და ლიონელ მესის შანსები შეაფასა.

„მომავალი მუნდიალი მნიშვნელოვანი მიზანია მესისთვის და არგენტინის ნაკრებისთვის. ვიმედოვნებ, ლეო, ასაკის გათვალისწინებით, ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდება. მისი წარმატება აღიარება იქნება თაობისთვის, რომელიც მეტს იმსახურებს. ვფიქრობ, ყატარში არგენტინა ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.“ - უთხრა პოჩეტინომ Radio de Plata-ს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მესიმ ჯამში ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - 2006, 2010, 2014, 2018.

ამათგან ყველაზე წარმატებული 2014 წლის ბრაზილიური ტურნირი გამოდგა, როცა მესის თაოსნობით, არგენტინელები ფინალში გავიდნენ, მაგრამ გერმანიასთან დამარცხდნენ დამატებით დროში (0:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12482