ფეხბურთი

15:21 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

წლევანდელი შედეგების მიუხედავად, „რეალი“ ზიდანს არ გაათავისუფლებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს - წერს AS.

გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო შეჩერებული ჩემპიონატის კვალად, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ მომავალი სეზონის პრიორიტეტბი დაგეგმა და გადაწყვიტა, რომ წლევადელი შედეგების მიუხედავად, ზიდანი გაისადაც გააგრძლებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე, ფრანგი სპეციალისტის მდგომარეობა სტაბილური არ იყო. ვარაუდობდნენ, რომ თუ „რეალი“ ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახდებოდა, ზიდანს „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო შეცვლიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108667