ფეხბურთი

22:56 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახის" ფეხბურთელებმა ხელფასის ნაწილზე უარი თქვეს

"გლადბახი" გახდა პირველი კლუბი ბუნდესლიგაში, რომლის ფეხბურთელებმაც თავიანთი ინიციატივით ხელფასის ნაწილის აღებაზე უარი განაცხადეს. მოთამაშეებს მხარი აუბა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ, სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა და კლუბის მენეჯმენტმა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

სამწვრთნელო შტაბიც შემოგვიერთდა, ისევე როგორც დირექტორები და მენეჯერები. ძალიან ვამაყობ ჩვენი ბიჭებით. კარგ და ცუდ სიტუაციაში ერთად ვართ." - ციტირებს ებერლის სიტყვებს Bild-ი.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კლუბი ამ ინიციატივით ყოველთვიურად ერთ მილიონ ევროს დაზოგავს, ამის შედეგად კი კლუბში დასაქმებულები სამსახურის შენარჩუნებას შეძლებენ.

თეგებიგლადბახი
0.117683