ჩოგბურთი

20:00 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

WTA-ს და ATP-ის ახალი გადაწყვეტილება: საჩოგბურთო სეზონი ივნისამდე შეჩერდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) და ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ (WTA) ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო და კორონავირუსის გავრცელების გამო სეზონი 7 ივნისამდე შეაჩერა. ორივე ასოციაციამ სეზონის განახლება ვადა ერთი თვით გადაწია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად გრუნტის საფარზე ტურნირები აღარ გაიმართება. მადრიდსა და რომში ქალთა და კაცთა შორის მასტერსი უნდა ჩატარებულიყო, ასევე ქალთა შორის სტრაბურგსა და რაბათში, ხოლო კაცთა შორის ეშტორილში, ჟენევაში და ლიონში ტურის ჩემპიონატები აღარ შედგება. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ცნობილი იყო, რომ რონალ გაროსის დიდი სლემის ტურნირი სექტემბერში ჩატარდება.

აღნიშნული ორგანიზაციების გადაწყვეტილება მხოლოდ ტურის მატჩებს არ ეხება, მსგავსი შეზღუდვაა დაწესებული ჩელენჯერის და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის ტურზე. ასევე ცნობილია, რომ სარეიტინგო ქულები ქალთა და მამაკაცთა შორის ივნისამდე შეჩერებული იქნება.

თეგებიATPWTA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115051