ფეხბურთი

22:07 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

ფრანგულმა „ლიონმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებაში მოთამაშეები კონტრაქტით გათვალისწინებულ გასამარჯელოს ვერ მიიღებენ.

„ლიონი“ ერთ ფეხბურთელზე მხოლოდ ხელფასის 70%-ს გასცემს, რაც კორონავირუსს უკავშირდება, რადგან შეჩერებული სეზონის გამო გუნდებიც ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ.

აქვე გეტყვით, რომ იმავე ზომების მიღებას იტალიის სერია A-ს კლუბებიც აპირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111291