სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:15 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტრაგიკული 11 დღე (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფეხბურთში ე.წ „ტრიპლეტი“ მეტად ფასეულია და მასზე ერთეულებს თუ მიუღწევიათ. თუმცა, არავინ ალბათ ისე ახლოს არ ყოფილა, როგორც ლევერკუზენის „ბაიერი“ და თან საბოლოოდ უტიტულოდ დარჩენილა.

2001-2002 წლების სეზონი „ფარმაცევტთა“ ისტორიაში შესაძლოა ყველაზე წარმატებულიცაა და ყველაზე დრამატულიც. კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა მთელი სეზონი დიდებულად განვლო და არნახულ შედეგებთან ხელის გაწვდენაზე იყო. 2002 წლის 27 აპრილი, ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ტური იდგა. „ვერცხლის სინისთვის“ „ლევერკუზენს“ კონკურენციას „დორტმუნდი“ უწევდა და სეზონის დახურვამდე ორი ტურით ადრე ტოპმიოლერის გუნდი კონკურენტს ორი ქულით ასწრებდა.

თუმცა, 33-ე ტურში „ბაიერი“ „ნიურნბერგთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო პარალელურად „დორტმუნდმა“ „ჰამბურგი“ სტუმრად 4:3 დაამარცხა და „ყვითლები“ ბოლო ტურის წინ ერთი ქულით გალიდერდნენ. მართალია, დასკვნით ტურში „ლევერკუზენმა“ „ჰერტას“ „ბაი არენაზე“ აჯობა (2:1), მაგრამ „დორტმუნდმა“ იმავე ანგარიშით „ვერდერს“ მოუგო და გაჩემპიონდა (სხვათა შორის აგებდა და 74-ე წუთზე ევერტონის გოლით იმარჯვა). „ლევერკუზენს“ კინკილა ქულა დააკლდა სანუკვარ მიზნამდე და მეორე ადგილს დასჯერდა.

პარალელურად, „ფარმაცევტები“ გერმანიის თასის მოგებასაც ეშურებოდნენ და ყველაფერი კარგად მიდიოდა, ფინალში გავიდნენ, სადაც 11 მაისს ბერლინში გელზენკირხენის „შალკეს“ გაეჯიბრნენ. დიმიტარ ბერბატოვის გოლით "ბაიერი" დაწინაურდა კიდეც, მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად წაუვიდა და 2:4 წააგო, აქაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

„ლევერკუზენს“ მაინც შეეძლო სეზონის მაჟორულ ნოტაზე და ისტორიული შედეგით დასრულება. გერმანული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავდა და ჯერ ხომ ორი ჯგუფური ეტაპი დაძლია (მეორე ჯგუფურ ეტაპზე ისეთი გუნდები მოიტოვა უკან, როგორებიც „დეპორტივო“, „იუვენტუსი“ და „არსენალი“ იყვნენ), მერე მეოთხედფინალში „ლივერპული“, ხოლო ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.

„ვერცხლის სინის“ დაკარგვიდან 11, ხოლო გერმანიის თასის ფინალში წაგების შემდეგ მხოლოდ 4 დღე იყო გასული. „ლევერკუზენი“ გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ მადრიდის „რეალს“ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ერკინებოდა. რაულის სწრაფი გოლი ლუსიომ სწრაფადვე გაქვითა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ზინედინ ზიდანმა არაამქვეყნიური გოლი გაიტანა და როგორც გაირკვა მატჩის ბედი გადაწყვიტა. შესვენების შემდეგ ტოპმიოლერის ბიჭებს მცდელობა არ დაუკლიათ, მაგრამ ახალგაზრდა იკერ კასილიასმა, რომელმაც ტრავმირებული სეზარი შეცვალა, სასწაულები ჩაიდინა.

საბოლოოდ, „ლევერკუზენი“ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. 11 დღის ინტერვალით გერმანულ გუნდს „ტრიპლეტის“ შესრულების საოცარი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ უტიტულოდ დარჩა. ცხადია, ბოლო ტურში დაკარგული ჩემპიონობა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი და არგასაკვირი ფაქტია (იმავე „ლევერკუზენს“ 2000 წელს უკვე ჰქონდა ეს სიმწარე გამოცდილი), მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდში სამ ფრონტზე ხელმოცარვა, მართლაც დიდი ტრაგედიაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.099648
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X