ფეხბურთი

15:21 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ მზადაა სანეს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს

მიუნხენის „ბაიერნი“ კვლავაც ცდილობს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბის, ლეროი სანეს გადაბირებას და მზადაა ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს მას - წერს Sport Bild.

თავად ფეხბურთელიც წინააღმდეგი არ ყოფილა მიუნხენში გადაბარგებისა. „ქალაქელებთან“ მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ბავარიელთა სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი უკვე შეხვედრია LIAN Sports-ის წარმომადგენლებს, ფირმისა, რომელიც სანეს ინტერესებს წარმოადგენს. თავად ფეხბურთელთან ოფიციალური მოლაპარაკების უფლება კი მიუნხენელებს 1 აპრილიდან ექნებათ.

სანე „სიტიში“ 2016 წელს გადავიდა „შალკედან“ 55 მილიონ ევროდ. 2019 წლის აგვისტოში ის „ბაიერნში“ უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოლაპარაკება ჩაიშალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104541