ფეხბურთი

14:43 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "დროა "რეალში" დიდი ფეხბურთელი მივიყვანო"

მინო რაიოლას მადრიდის „რეალში“ დიდი ფეხბურთელის გადაყვანა სურს, რა თქმა უნდა, მისი კლიენტის. როგორც გამოცდილი აგენტი ამბობს, ესპანურ გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და დამდეგ ზაფხულს ის დროა, როდესაც „სამეფო კლუბში“ დიდი ფეხბურთელი უნდა მიიყვანოს.

„ჩემი ურთიერთობა მადრიდის „რეალთან“ ძალიან კარგია. ხშირად მაქვს ურთიერთობა ხოსე ანხელთან, საინტერესო და სასიამოვნოა მასთან ფეხბურთელზე და ფიფასთან დაკავშირებულ მოვლენებზესაუბარი. იმედია ერთ დღეს „რეალში“ დიდ ჩემპიონს მივიყვან.

ამ ეტაპზე რაიოლა მყავს მადრიდში, მაგრამ იჯარითაა. დამდეგ ზაფხულს კი მინდა, რომ სრულფასოვანი კონტრაქტით დიდი ფეხბურთელი გადავიყვანო, ეს საამაყო იქნებოდა ჩემთთვის და ყველა ჩემი ფეხბურთელისთვის, რადგან „რეალი“ ბრწყინვალე გუნდია.

პოგბა? პოგბას დელიკატური მომენტი აქვს, მაგრამ ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ინგლისში კარგადაა და „იუნაიტედზეა“ კონცენტრირებული. უნდა სეზონის კარგი ფინიში ჰქონდეს და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს. თუმცა, არ ვიცი რა მოხდება მომავალში.

ჰოლანდი? ის შესანიშნავი მოთამაშეა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება ყოველ თამაშზე. არავინ ფიქრობდა, რომ ბუნდესლიგაში ადაპტაციას ასე მალე გაივლიდა, ადვილი არაა ავსტრიის ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაზე გადაწყობა, მაგრამ ეს მისთვის პრობლემა არაა, კიდევ უნდა განვითარდეს, გადალახოს ეტაპები. როდესაც „ზალცბურგი“ დატოვა, ვფიქრობდი, რომ შესაფერისი დრო არ იყო, ახლა კი ვფიქრობ, რომ დამდეგ ზაფხულს „დორტმუნდს“ არ დატოვებს“, - თქვა რაიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10944