თამაშგარე

13:07 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მივა თუ არა ჯულიანა ჩობან-ყაურმამდე?

ბრაზილიელი ყოფილი მოდელი და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების უწინდელი თილისმა ჯულიანა დე პაულა უკვე ათი წელია რაც საპოდიუმე ფიცარნაგს ჩამოშორდა და ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით არც ნოსტალგიას შეუპყრია და როგორც თავად ამბობს, საკუთარი ცხოვრება სწორედ მოდელობისთვის თავის დანებების შემდეგ აღმოაჩინა.

ჯულიანა დე პაულა ამჟამად ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტის გარეუბანში ფეშენებელურ ვილაში ქმართა და შვილებთან ერთად ცხოვრობს და ბოლო დროს მისი მთავარი გატაცება კულინარიაა - დგას ეს ერთ დროს უპოპულარულესი ქალი და ნამცხვარ-ტორტებს ისეთი მონდომებით აცხობს, ბრაზილიელები უკვე “თბილისელ ბელას“ ეძახიან.

ჯულიანამ კულინარიულ ოცობოდიაში მისი შვილებიც ჩაითრია და დღე ისე არ გავა, რომ სოციალურ ქსელებში მის მეგობრებსა და მომწონებლებს ახალ-ახალი ნაცხობობებით არ მოაწონოს თავი. ჯერჯერობით მხოლოდ საკონდიტორო ნაწარმზეა სპეციალიზებული. თუმცა ვინ იცის, იქნებ მოვიდეს დრო, როდესაც ჩობან-ყაურმის ქვაბსაც შემოდგამს!...

0.109316