ფეხბურთი

11:23 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

ავტორიტეტული ვებგვერდის, ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპეა. 21 წლის მოთამაშე 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგია, რომლის ფასიც 160 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო სამეულს ასევე 160 მილიონი ევროდ შეფასებული ნეიმარი ასრულებს.

5-ეულში ვერ მოხვდა „ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი ლიონელ, რომელიც მხოლოდ მერვე ადგილზეა და მისი ფასი 140 მილიონი ევროა. კრიშტიანო რონალდო კი ათეულს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12914