ფეხბურთი

22:54 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: "ლაუტაროს გამო მესი თუ დამირეკავს, ტელეფონს გავთიშავ"

მილანის „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი თავდამსხმელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მსურველები არ აკლია.

ძანეტის განცხადებით, ლაუტაროს შესახებ ლიონელ მესი თუ დაურეკავს, ტელეფონს გათიშავს.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ ლაუტაროს თამაშით და ლაუტარო კმაყოფილია „ინტერში“. რასაც წელს აკეთებს, ფანტასტიკურია. მესიმ რომ დამირეკოს მის გამო? ტელეფონს გავთიშავ“, - თქვა ძანეტიმ იტალიურ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელით ყველაზე სერიოზულ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116534