ფეხბურთი

21:27 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ალავესმა" კორონავირუსის 15 შემთხვევა დაადასტურა

ესპანეთის ლა ლიგაში კორონავირუსის შემთხვევა დიდი სისწრაფით იზრდება. „ალავესის“ ვებგვერდის ცნობით, დღეს COVID-19-ის ერთბაშად 15 შემთხვევა დადასტურდა.

მათ შორის, სამი ფეხბურთელია, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება. ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ და იზოლირებულნი არიან.

აღსანიშნავია, რომ „ალავესთან“ ერთად კორონავირუსის შემოწმება „ბასკონიაში“ ჩატარდა, თუმცა შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას „ალავესის“ ვებგვერდი ავრცელებს. მოგეხსენებათ, „ბასკონიას“ ღირსებას თორნიკე შენგელია იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13092