ფეხბურთი

19:24 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ კოუტინიოს უტრიალებს

ლონდონის „ჩელსი“ სერიოზულად დაინტერესებულა „ბაიერნის“ ბრაზილიელი ნახევარმცველით, ფილიპე კოუტინიოთი - გვამცნობს Sport.es.

წყაროს ცნობით, გარიგების ყველაზე რეალური ვარიანტი იჯარა იქნება, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით.

ამჟამად ბრაზილიელი „ბაიერნშიც“ იჯარითაა „ბარსელონადან.“ გერმანულ კლუბს შეუძლია ის 120 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, ასე მოიქცეს.

მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 27 წლის კოუტინომ 22 მატში რვა ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასით გამოირჩა. „ბარსელონასთან“ მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119777