ფეხბურთი

17:51 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისის კონტრაქტი, მელქაძის საკითხი, ერთა ლიგა და ეროვნული ლიგა - კობიაშვილის პასუხები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფეისბუქის მეშვეობით გულშემატკივრებს კითხვებს უპასუხა და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

„საქართველო - ბელარუსის ჩატარების სავარაუდო თარიღი არის ივნისი, თუმცა დამოკიდებულია კორონავირუსზე, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ რამე შეიცვლება, ამ ყველაფერს გაცნობებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტადიონზე გულშემატკივრის ყოფნა და მითუმეტეს ასეთ შეხვედრაში. ამიტომაც, ხაზი გავუსვით, რომ ამ მატჩის ჩატარება მაყურებლის გარეშე გამოსავალი არ იყო. განცხადებაში იმაზეც ვისაუბრე, რომ ფეხბურთელებიც საფრთხის წინაშე იდგნენ, რადგან უწევდათ გადაადგილება. გვიხარია, რომ უეფამ თამაში გადადო, რა თქმა უნდა, არ გვიხარია, რომ მარტში არ ტარდება, მაგრამ შექმნილ ვითარებაში იდეალური გამოსავალი მატჩის გადადება იყო.

ვფიქრობ, მარტის თვეში თამაში უკეთესი იყო თუ ისტორიას გადავხედავთ, მაგრამ ამჯერად ივნისში ყველაფერი სხვანაირად იქნება. ადრე ივნისში ფეხბურთელებს ნაკრებში ძირითადად სათამაშო პრაქტიკის გარეშე უწევდათ ჩამოსვლა, რადგან სეზონი დასრულებული იყო, მაგრამ ახლა, როცა ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია, ივნისში სეზონი იქნება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ივნისში სხვანაირი სიტუაცია იქნება, ვიდრე გასულ წლებში.

სხვა ფედერაციებთან კომუნიკაცია გვქონდა და ისინიც ჩვენნაირ რეჟიმში იყვნენ, არ იცოდნენ რა მოხდებოდა. რაც შეეხება მომავალს, თუ ივნისში თამაში ვერ მოხერხდა, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, რა მოხდება, რადგან სხვა ფანჯრები ჯერჯერობით თავისუფალი არაა და ნამდვილად გამიჭირდა ახლა პასუხი, სად და როდის გაიმართება ეს თამაშები. რაც შეეხება მასპინძელი სტადიონის შეცვლას, ეს არ მოხდება და ყველა ვარინატში „დინამო არენაზე“ იქნება.

მარტის თამაშის დროს დაგეგმილი გვქონდა ფან ზონის გაკეთება და ამას ისევ ვაპირებთ, აუცილებლად გავაკეთებთ, როდესაც თამაში ჩატარდება და ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები ვერ შეიძინეს, ექნებათ შესაძლობელობა ფან ზონაში ახლობლებთან ერთად უყურონ თამაშს.

ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე გეგმა გვაქვს, მაგრამ მაინც დამოკიდებული ვართ განვითარებულ მოვლენებზე და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

პაატა ღუდუშაურის სასჯელი ტრიბუნალმა შეცვალა და 2020 წლის ბოლომდეა დისკვალფიიცრებული, ხოლო ერთი წლით პირობით აქვს და გამეორების შემთხვევაში დაბრუნება ძალაში სამუდამო დისკვალვიფიკაცია. რაც მთავარია, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი პოზიცია გარიგებულ მატჩებზე არის უკმაცრესი, თუმცა ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ის ბოლომდე გამართლდა. პროკურატურამ გააკეთა განრიდება და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ღუდუშაური ბოლომდე გამართლდა. პირიქით მან აღიარა დანაშაული, სხვა შემთხვევაში განრიდება ვერ გაკეთდებოდა. შესაბამისად, ტრიბუნალმა გაითვალისწინა ეს გარემოებები და გადაწყვიტა შეეცვალა განაჩენი. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი შემთხვევები ადრეც იყო, მე ამას არ ვეთანხმები და ვერასდრს შევეგუები გარგიებულ მატჩებს და ფედერაციას ყოველთვის ექნება უმკაცრესი პოზიცია. თუმცა, ტრიბუნალს აქვს თავის გადაწყვეტილების მიღების უფლება“, - განაცხადა კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ვლადიმირ ვაისის კონტრაქტზე და გიორგი მელქაძის საქართველოს ნაკრებში შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„ძალიან კმაყოფილები ვართ ვლადიმირ ვაისის მუშაობით. როგორც იცით, მას კონტრაქტი მარტის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ამ თამაშების შემდეგ ეწურებოდა, მაგრამ რადგან მატჩები გადაიდო, გვინდა მისი გახანგრძლივება, რადგან ჩვენი სურვილია, რომ ნაკრები პლეი-ოფის ამ მატჩებისთვის, ივნისში გაიმართება თუ სხვა დროს, მოამზადოს ვაისმა. გვაქვს მასთან კომუნიკაცია, დანარჩენს კი დროს სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მოვახერხებთ.

გიორგი მელქაძის ჩვენს ნაკრებში გადმოყვანას რაც შეეხება, დიდი ხნის წინ გვქონდა მის მშობლებთან კომუნიკაცია, მაგრამ ფიფას საკმაოდ გართულებული აქვს წესები და თუ ეს წესები არ შეიცვალა, საკმაოდ რთული იქნება, თუნდაც ფეხბურთელის მხრიდან სურვილი იყოს. ვმუშაობთ ამაზე და ფიფას მივმართეთ, რომ წესები შეიცვალოს. ფეხბურთელი, რომელიც თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს, იმ მომენტში ორმაგი მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს, რომ მოგვიანებით ნაკრები შეიცვალოს“, - აღნიშნა იაშვილმა.

0.120816