ფეხბურთი

15:48 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეპიდემიის პერიოდში შევჩენკომ ქომაგებს 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ცქერა შესთავაზა

იტალიური „მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, კორონავირუსის მიზეზით შეჩერებული საფეხბურთო მატჩების პერიოდში გულშემატკუვრებს ძველი მატჩების ცქერისკენ მოუწოდა - გვამცნობს pianetamilan.it.

მაგალითად, უკრაინელმა ვარსკვლავმა ქომაგებს 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის, „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის (0:0, 3:2 პენალტებით) თავიდან ნახვა შესთავაზა. ამ შეხვედრაში შევჩენკომ გამარჯვების პენალტი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში თბილისის დღევანდელი მერი, მაშინ კი „მილანის“ მცველი, კახა კალაძეც მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10987