კალათბურთი

13:12 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბატლერმა ხუთი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ნბა-ს კალათბურთელმა ჯიმი ბატლერმა ხუთი ყვლაზე რთული მეტოქე დაასახელა. ბატლერი,ა ყნებია ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველად ითვლება.

"1. რა თქმა უნდა ლებრონ ჯეიმსი, ის დღესაც საუკეთესო კალათბურთელია. მას არსენალში აქვს პასი, ჩაჭრა, დაფარება სამქულიანი, საშუალო სროლა, ათლეტურობა, გუნდურობა, ლიდერობა ის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა. 2.კევინ დურანტი, რომლის მთავარი პლუსი მისი სიმაღლეა (210 სმ) და ამავდროულად მისი მოქნილობა. მას საოცარი სროლა აქვს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბურთი ჩაგიგდოს. 3. კაირი ირვინგის თამაშის ყურება ალაბთ ყველაზე მეტად მსიამოვნებს, მას უნიკალური დრიბლინგის მანერა აქვს, ის ბურთს საოცრად ატარებს. მას აქვს ისეთი მოძრაობები, რომელითაც შეუძლია მეტოქე შეარცხვინოს. 4. ჯეიმს ჰარდენს შეუძლია რთული სიტუაციებიდან ბურთების ჩაგდება. ის გუნდისთვის ქულების კარგი მომგროვებელია. მას საოცარი "სთეფბექი" აქვს, რის შემდეგაც მეტოქე მოტყუებულია და ის ბურთს აგდებს. 5. სტეფ კარი უნიჭიერესია. მას ნებისმიერი ადგილიდან, დისტანციიდან შეუძლია ბურთის ჩაგდება, რაღაც საოცარი ნიჭი აქვს, მისი სროლის წინააღმდეგ ყველა უძლურია.

0.132465