ფეხბურთი

19:34 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივართა საყურადღებოდ: რა ბედი ეწევა ბელარუსთან შეძენილ ბილეთებს?

საქართველო - ბელარუსის მატჩზე დასაწრები ბილეთები ჩვეულებრივად იმოქმედებს მაშინ, როდესაც ეს თამაში გაიმართება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და როდესაც თამაში გაიმართება, დაესწრნონ.

ბილეთების დაბრუნების სურვილის მქონე ადამიანებს კი შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი დღეს ოფიციალურად გაურკვეველი ვადით გადაიდო. თამაშის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

0.136743