ფეხბურთი

18:45 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 27 ივნისს გადაიტანა

დღეს, 17 მარტს, უეფამ საგანგებო სხდომა ჩაატარა ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მომავალი იყო, რომლებიც ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მიზეზითაა შეჩერებული.

Marca-ს ცნობით, უეფამ გადაწვიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისიდან 27 ივნისისთვის გადაიტანოს. ევროპა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა კი 27 მაისის მაგიერ 24 ივნისს ჩატრადება,

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, ევროპა ლიგისა კი გდანსკში, „ენერგა გდანსკზე.“

0.113785