ფეხბურთი

16:46 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020 გახდა ევრო 2021: მარტის სანაკრებო მატჩები გადაიდო

ამ წუთებში უეფა თავის წევრ 55-ვე ქვეყნის ფედერაციებთან თათბირს მართავს და კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შესახებ მსჯელობს.

როგორც უცხოური მედია საშუალებები იტყობინებიან, მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს - ევრო 2020 გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრო 2021 გაიმართება. ბუნებრივია ეს ნიშნავს, რომ მოახლოებული მარტის სანაკრებო ფანჯარაც გარკვეული პერიოდით გადაიწევს.

„ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ეს სვლა დაეხმარება ყველა ეროვნულ ჩემპიონატს სეზონის დასრულებაში. უეფას ყველა მატჩი, მათ შორის ამხნააგურები, საკლუბო და სანაკრებო, შეჩერებულია მანამ, სანამ ახალი მითითება არ იქნება“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე ვთქვათ, რომ სავარაუდოდ, 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილი ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალური ეტაპი 2022 წლის ზაფხულში გაიმართება, ისევე როგორც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს იყო დაგეგმილი. 2022 წლის ზაფხული კი თავისუფალი ფანჯარაა, რადგან მუნდიალი ყატარაში ისედაც დეკემბერში უნდა გაიმართოს. სწორედ ამ ფაქტმა უეფას გაუადვილა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისა და ერთა ლიგის ფინალური ეტაპის 1 წლით გადაწევა.

საფეხბურთო კლუბებს კი, შეწყვეტილი სეზონის დასრულებისთვის დრო ივნისშიც ექნებათ, ისევე, როგორც ევროთასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109494