ფეხბურთი

16:35 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა კლუბებისგან ევრო 2020-ის გადადების სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს ითხოვს

ბრიტანული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. The Athletic-ის ინფორმაციით, უეფა ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის ზაფხულში გადადებისთის ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება კლუბებისგან სეზონის დასრულების სანაცვლოდ, რაც ავტომატურად ევრო 2020-ის გადადებას ნიშნავს, 300 მილიონ ევროს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ამ წუთებში მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებაც უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

თეგებიუეფაევრო 2020
0.117149