ფეხბურთი

1:55 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსით "ვალენსიაში" 35% დაინფიცირდა

ეზეკიელ გარაი, ელიაკიმ მანგალა, ხოსე გაია და პერსონალის ორი წევრი - ეს „ვალენსიაში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა სია იყო, რომელიც დღეს კატასტროფულად გაიზარდა.

როგორც ესპანური გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი გუნდში მყოფ ადამიანთა 35%-ს აქვს.

„ვალენსია“ გაცნობებთ, რომ COVID-19-ის ტესტების ახალი დადებითი პასუხებია ფეხბურთელებსა და ტექნიკურ პერსონალში. ყველა ასიმპტომურია და საკუთარ სახლებში იზოლირებულნი არიან. ჩვეულებრივ ვანხორციელებთ მოცემულ რეკომენდაციებს. 19 თებერვალს, მილანში ყოფნის შემდეგ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი ჩავატარეთ, მაღალი რისკის შესაბამისად ყველა პროცედურა ჩავატარეთ და მკაცრი ზომები მივიღეთ, მაგრამ კორონავირუსით გუნდში დაახლოებით 35% დაინფიცირებულია“, - წერს „ღამურების“ ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ ესპანური მედიის ცნობით, დაინფიცირებულთა შორის მინიმუმ 12 ფეხბურთელია. მსგავსი მასშტაბი ჯერ არცერთ გუნდში არ დაფიქსირებულა. შეგახსენებთ, "ვალენსიამ" ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს "ატალანტასთან" ორი თამაში ჩაატარა, თუმცა იტალიურ გუნდს ამ დრომდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.

0.134206