ფეხბურთი

0:55 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები ნახევარი სეზონის შედეგებით: უეფას იდეა საფეხბურთო ლიგებს

უეფას მიერ დაგეგმილი ვიდეოკოფერენცია დღეს გაიმართება, სადაც განიხილება ევროთასების, შიდა ჩემპიონატების, ევრო 2020-ისა და ზოგადად, შეწყვეტილი სეზონის ბედი.

ესპანური As-ი წერს, რომ უეფა ზუსტ მითითებებს გასცემს აღნიშნულ სამიტზე და ყველა ლიგასთან ერთი სტანდარტის ხაზი ექნება. უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ყველა ლიგის ხელმძღვანელობას შესთავაზებს, რომ ჩემპიონად გამოცხადდენ გუნდები, რომლებიც სეზონის შეწყვეტის მომენტში სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩნენ.

ეს, იმ შემთხვევაში თუ სეზონის განახლება შეუძლებელი გახდება. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ უეფას აქამდე ერთადერთი მსგავსი პრეცედენტი ჰქონდა, როდესაც 1999 წელს ომის გამო შეწყვეტილი იუგოსლავიის ჩემპიონად ბელგრადის „პარტიზანი“ გამოცხადდა.

ნებისმიერ შემთხვევაში სრულ სურათს დღეს გავიგებთ და მერე, მსჯელობა და საუბარი უფრო ადვილი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116759