ფეხბურთი

22:40 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის არჩევანი გააკეთა

კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აპირებს.

„ბლაუგრანას“ ინტერესი არგენტინელი შემტევისადმი ძველი ამბავია, Sport-ის ინფორმაციით კი, თავად ლაუტარომ „რეალსა“ და კატალონელთა შორის უპირატესობა „ბარსას“ მიანიჭა.

ჯერჯერობით უფრო მეტი კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება. „ინტერის“ თავდამსხმელით ინტერესს „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და პსჟ-ც იჩენენ.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116155