ფეხბურთი

21:58 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს

ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა ზურიკო დავითაშვილი გამოარჩიეს. კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში თუ ვინ იყო ტულის „არსენალთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვენებურმა გაიმარჯვა.

დავითაშვილმა ხმების ზუსტად ნახევარი, 50% მიიღო და დამაჯერებლად იპირველა. მეორე ადგილზე იური დიუპინი (24%), ხოლო მესამეზე ივან იგნატიევი (6%) გავიდნენ.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა „არსენალთან“ (1:0) შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, გოლიც გაიტანა და თავის გუნდს ოქტომბრის შემდეგ ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11533