ფეხბურთი

19:43 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

„დინამო თბილისმა“ კორონავირუსის გამო საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა. ამის შესახებ დედაქალაქურმა გუნდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ვარჯიში შეჩერებულია აკადემიაშიც.

„მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დინამო თბილისი გაცნობებთ, რომ ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში წვრთნა უკვე მეორე კვირაა შეჩერებულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით რამდენიმე დღეა სავარჯიშო პროცესი დიღმის ბაზაზეც შეჩერებულია. პირველი გუნდის ფეხბურთელები (ასევე აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები) ინდივიდუალური პროგრამით, მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ. ჩვენი გუნდი ათვითცნობიერებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ყველა წევრი მაქსიმალურად ერიდება თავშეყრის ადგილებში ყოფნას, რათა ბაზაზე საწვრთნელი პროცესის განახლების შემდეგ ყველანარი საშიშროება თავიდან იქნას აცილებული. ამავე მიზეზით და მრავალი სტუმრის ერთად თავშეყრის თავიდან არიდების გამო დრობით მუშაობას ჩვენი საკლუბო მაღაზიაც წყვეტს.

დინამო თბილისი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

0.152744