ფეხბურთი

18:34 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "იუვენტუსთან" შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

რონალდუს ტურინელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ამის გამო არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულება 2023 ან 2024 წლამდე გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „იუვენტუსში“ 2018 წელს გადავიდა და 75 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი. მისი მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა და სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.160156