ფეხბურთი

15:53 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში 21 წლის მწვრთნელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით 21 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა. მალაგას ასაკობრივი საფეხბურთო კლუბის, „ატლეტიკო პორტადა ალტას“ დამრიგებელი ფრანსისკო გარსია.

ინფორმაციას ანდალუზიური გუნდი ინსტაგრამის გვერდზე ადასტურებს. 21 წლის სპეციალისტი მალაგაში გუშინ საღამოს გარდაიცვალა. ანდალუზიის რეგიონში ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც COVID-19-მა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მთლიანობაში ამ დროისთვის ესპანეთში 8 744 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 297 ადამიანი დაიღუპა.

0.131071